Wednesday, July 19, 2017

მეცხრე დღე

ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა. მოვისმინეთ ჯგუფის წევრთა პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგი.


ტრენინგი, საერთო ჯამში, იყო ძალიან ნაყოფიერი, ორიენტირებული პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე;
სამუშაო გარემოს კომფორტულობის უმთავრესი წინაპირობა იყო ტრენერის პროფესიონალიზმი ( სიმშვიდე, საქმის ცოდნა, ყურადღების მაქსიმალურად ჯგუფის ყველა წევრზე გადანაწილება);
სატრენინგო მასალა იყო  სწორად გადანაწილებული ყველა დღეზე, რამაც ხელი შეუწყო მასალის სრულფასოვან გაცნობა- ათვისებას;
ტრენინგმა მოტივაცია მომცა, უფრო ინტენსიურად გამოვიყენო ინტერნეტრესურსები სწავლების პროცესში, თამამად მივცე ყველა იდეას პროექტის ფორმა;
კიდევ ერთხელ გავიაზრე მუშაობის პროცესში თანამშრომელთა შორის უკუკავშირის მნიშვნელობა და მნიშვნელოვნება.
მადლობა ეფექტური და ეფექტიანი ცხრა დღისთვის.

მერვე დღე
 დღე დაიწყო წინა მასალის გახსენება- შეჯამებით. დაიგეგმა სამუშაო დღის გეგმა და მიზნები.  
დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაში მუშაობა.ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რომელზე დაყრდნობითაც გავაკეთეთ ინდივიდუალური დასკვნები.
მეშვიდე დღე
 შევქმენით ბუკლეტები და გადავიტანეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში. ვისაუბრეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე, "ონლაინინსტუმენტებზე" და  მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. მივიღსეთ საშინაო დავალერბა.

Monday, July 17, 2017

მერვე დღე
 დღე დაიწყო წინა მასალის გახსენება- შეჯამებით. დაიგეგმა სამუშაო დღის გეგმა და მიზნები.  
დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაში მუშაობა.ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რომელზე დაყრდნობითაც გავაკეთეთ ინდივიდუალური დასკვნები.

Tuesday, July 11, 2017

მეექვსე დღე

დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით და გავეცანით სამუშაო დღის განრიგს. განვიხილეთ ჯგუფში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისა და ტრენერებისაგან. გავწერეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურა.  პროცედურების გაწერისას სასარგებლო იყო ტრენერის ინდივიდუალური რეკომენდაცია- მითითებები. 
მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. გავეცანით დღის მიზნებს. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.  გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, განვიხილეთ თითოეული ვრცლად და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის 1-2 მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტით, ეს მასალა შევიტანეთ პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში. სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ შეფასების ფორმები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში. მოგვეცა საშინაო დავალება -  მინიმუმ, ერთი შეფასების ფორმის შექმნა.

მეორე დღე

გავიხსენეთ წინა დღით განვლილი მასალა. გავეცანით დღის სამუშაო მიზნებს. ჯგუფში განვიხილეთ საპროექტო იდეები, ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი, შევჯერდით საპროექტო იდეებზე. ვისაუბრეთ სტანდარტებზე, გავეცანით საიტს ncp.ge.
მესამე დღე
გავიხსენეთ წინა სატრენინგო დღეებში მიღებული ცოდნა; შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები (ჩვენი პროექტის შესაბამისად) და გადმოვიტანეთ " დრაივში" ატვირთულ პროექტის გეგმაში. ვიმუშავეთ პროექტისთვის სპეციფიკური მიზნების გაწერაზე. " დრაივში' ავტვირთეთ სტატიიდან  " 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" ჩვენთვის სასურველი რამდენიმე მიზანი.  ჯგუფის წევრთა ჩართულობა- აქტიურობა სამუშაო დღის ბოლომდე  შენარჩუნდა, რაც, დიდ წილად, ტრენერის პროფესიონალიზმისა და მობილიზებულობის შედეგი იყო.

Tuesday, July 4, 2017

პირველი დღე
ურთიერთგაცნობისა და კურსის საერთო მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ გავეცანით პროექტებით სწავლების ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
ვისწავლეთ სახელმძღვანელოს ნავიგაცია.
განვიხილეთ პროექტების შეფასების რუბრიკა.
შევარჩიეთ მზა პროექტები, რომელთა გაცნობა და ჯგუფში წარდგენა-განხილვაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
სწავლება მიმდინარეობდა ჯგუფის წევრთა აქტიური ჩართულობით.
ტრენერის  პროფესიონალიზმმა, კეთილგანწყობამ  და  მაღალმა  კომუნიკაციურმა უნარებმა უზრუნველყო სატრენინგო დღის ეფექტურობა. 

მეცხრე დღე ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა. მოვისმინეთ ჯგუფის წევრთა პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგ...